შევაჯამე ცხრა დღის განმავლობაში შესწავლილი მასალა.შევისწავლე ფასილიტატორის როლი და მნიშვნელობა სწავლებისას. ვისწავლე ბლოგზე (drive) ში ატვირთვა .შევამოწმე ჩემს საქაღალდეში მოთავსებული ყველა ფაილი და მთელი საქაღალდე ავტვირთე ბლოგზე. შემდეგ კი გავაზიარე.
მადლობა საყვარელ რუსას ,რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა ჩვენი პროფესიული განვითარებისათვის. არ დაგვიტოვა არცერთი შეკითხვა პასუხის გარეშე.(დამატებითი მეცადინეობის ხარჯზე)
ვისურვებდი, ბევრი ასეთი გულისხმიერი ტრენერი გვყოლოდა!
Saturday, October 17, 2015
Sunday, October 11, 2015
ტრენინგის VIII დღე
შევაჯამე წინა დღის ტრენინგი. განვიხილე VI მოდული--დიფერენცირებული სწავლება. გავეცანი როგორ ვიმუშაო სსსმ მოსწავლეებთან, როგორ ჩავრთა პროექტში არქართულენოვანი და გასაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები.
განვიხილე მოსწავლეთა მხარდამჭერის 8 ნიმუში.დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავს სწავლის პროცესს,შაბლონები,ფორმები, რომლებსაც ვინახავ სასწავლო პროცესის დამხმარეში.
ტრენინგი იყო საინტერესო და შთამბეჭდავი.
მადლობა ტრენერს--რუსას თანამშრომლობისა და ხარისხიანი ტრენინგისათვის.

Sunday, September 27, 2015
ტრენინგის პირველი დღე
შევხვდი კოლეგებს, გავიცანი სასიამოვნო და საქმიანი ტრენერი რუსა მარკოზაშვილი. მისი მეშვეობით გავიგე, რომ პროექტებით სწავლება მოსწავლეებს უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, ზრდის მათ ჩართულობას საწავლო პროცესში.
ვისწავლე როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწვლო პროექტები.როგორ დაეხმარება იგი ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.შევქმენი საქაღალდე.
გავაკეთე რეფლექსია ჩემს ბლოგზე.

ტრენინგის მეორე დღე
შევაჯამე წინა დღის მასალა.ვისწავლე როგორ დავგეგმო ჩემი პროექტი. რატომ ვაკეთებ მას და რას მოუტანს იგი ჩემს მოსწავლეებს. . გავიგე როგორ შევიმუშავო სტანდარტები ჩემი პროექტისთვის, როგორ შევადგინო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შევქმენი პროექტის პორტფოლიო.გავაკეთე რეფლექსია ჩემს ბლოგზე.
Saturday, September 26, 2015
ტრენინგის VII დღე
შევაჯამე განვლილი მასალა.შევისწავლე მოდული5- მოსავლეთა პროექტების შეფასება.ამ მოდულში გავეცანი როგორ გამოვიყენო შეფასების რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები, შინაარსის ათვისებისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.
შევიმუშავე შეფასების გეგმა, გავაკეთე შეფასების ინსტრუმენტის მოკლე ანალიზი:რა მეთოდები გამოვიყენე პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მსვლელობის დროს და დასრულების შემდეგ.დავადგინე თემის მიზნებთან შესაბამისობა. მადლობა ტრენერს.

Saturday, September 19, 2015
ტრენინგის VI დღე
შევაჯამე წინა დღის მასალა. განვიხილე სახელმძღვანელოს მეოთხე მოდული.ვისწავლე მოსწავლეთა ნიმუშების შექმნა.გავაკეთე ჩემი პროექტის ,,სუფთა და დანაგვიანებული გარემო" მოკლე მიმოხილვა.გავიზიარე კოლეგების აზრი, მივიღე შესაბამისი რჩევები.
გავეცანი გაზეთის ნიმუშს და შაბლონს, ვისწავლე გაზეთის გამოქვეყნება. ეს დღე იყო ნაყოფიერი, მადლობა რუსუდან მარკოზაშვილს.
გავეცანი გაზეთის ნიმუშს და შაბლონს, ვისწავლე გაზეთის გამოქვეყნება. ეს დღე იყო ნაყოფიერი, მადლობა რუსუდან მარკოზაშვილს.
Saturday, September 12, 2015
Friday, September 11, 2015
პროექტის მეხუთე დღე
ვისწავლე; პროექტზე მუშაობას ვიწყებ საკვანძო კითხვებით. სანამ აქტივობებზე გადავალ, ვახდენ წინარე ცოდნის შემოწმებას, რა იციან მოსწავლეებმა ამ საკითხის ირგვლივ. გამოვიყენებ შეფასების კრიტერიუმებს (განმავითარებელი დაგანმსაზღვრელი). განმავითარებლით ვაფასებთ მუშაობის დაწყებამდე და მიმდინარეობისას, ხოლო განმსაზღვრელით----რამდენად გავედი შედეგზე. ვისწავლე მეთოდები წინარე ცოდნის გამოსავლენად;T დიაგრამა, გონებრივი იერიში, ვ.მ.ვ.ყველაფერი გავიგე. რუსა მარკოზაშვილის ახსნილი არ შეიძლება გაუგებარი იყოს.
Monday, September 7, 2015
ტრენინგის მეოთხე დღე
შევაჯამე წინა დღის მასალა. განვიხილე პროექტის გეგმის შაბლონი, მასში შემავალი საკითხები: მიზანი, განსახორციელებელი შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები.პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლების შედეგები.გავიგე, როგორ დავსვა მიმაღთულების მიმცემი საკვანძო კითხვები და როგორ გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
Saturday, September 5, 2015
ტრენინგის მესამე დღე
დღევანდელი დღე მეტად საინტერესო და სასარგებლო იყო ჩემთვის. შევაჯამე წინა დღის მასალა . განვიხილე ბუკლეტის რამდენიმე ნიმუში, გავიგე მისი დანიშნულება, ვისწავლე მისი შედგენა- გაფორმება. შევქმენი ბლოგი, სადაც განვათავსებ საჭირო მასალებს. მადლობა რუსუდანს, რომელიც ენერგიას არ ზოგავს ჩვენი ყოველმხრივი განვითარებისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)