Saturday, October 17, 2015

ტრენინგის IX დღე

         შევაჯამე  ცხრა დღის განმავლობაში შესწავლილი  მასალა.შევისწავლე ფასილიტატორის როლი და მნიშვნელობა სწავლებისას. ვისწავლე ბლოგზე (drive) ში ატვირთვა .შევამოწმე ჩემს საქაღალდეში მოთავსებული ყველა ფაილი და მთელი საქაღალდე ავტვირთე ბლოგზე. შემდეგ კი გავაზიარე.
          მადლობა  საყვარელ რუსას ,რომელმაც  თავდაუზოგავად იმუშავა ჩვენი პროფესიული განვითარებისათვის. არ  დაგვიტოვა არცერთი შეკითხვა პასუხის გარეშე.(დამატებითი მეცადინეობის ხარჯზე)
         ვისურვებდი, ბევრი ასეთი გულისხმიერი ტრენერი გვყოლოდა!

პროექტის პორტფოლიო

Sunday, October 11, 2015

ტრენინგის VIII დღე

     შევაჯამე წინა დღის ტრენინგი. განვიხილე VI მოდული--დიფერენცირებული სწავლება. გავეცანი როგორ ვიმუშაო  სსსმ   მოსწავლეებთან, როგორ ჩავრთა პროექტში არქართულენოვანი და გასაკუთრებული საჭიროების  მქონე ბავშვები.
       განვიხილე მოსწავლეთა  მხარდამჭერის 8 ნიმუში.დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავს სწავლის პროცესს,შაბლონები,ფორმები, რომლებსაც ვინახავ სასწავლო პროცესის დამხმარეში.
      ტრენინგი იყო საინტერესო და შთამბეჭდავი.
      მადლობა ტრენერს--რუსას თანამშრომლობისა და ხარისხიანი ტრენინგისათვის.

Sunday, September 27, 2015

ტრენინგის პირველი დღე

შევხვდი კოლეგებს, გავიცანი სასიამოვნო და საქმიანი ტრენერი რუსა მარკოზაშვილი. მისი მეშვეობით გავიგე, რომ პროექტებით სწავლება მოსწავლეებს უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, ზრდის მათ ჩართულობას საწავლო  პროცესში.
ვისწავლე როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწვლო პროექტები.როგორ დაეხმარება იგი ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.შევქმენი საქაღალდე.
გავაკეთე რეფლექსია ჩემს ბლოგზე.

ტრენინგის მეორე დღე

შევაჯამე წინა დღის მასალა.ვისწავლე როგორ დავგეგმო ჩემი პროექტი. რატომ ვაკეთებ მას   და რას მოუტანს იგი ჩემს მოსწავლეებს. . გავიგე როგორ შევიმუშავო სტანდარტები ჩემი  პროექტისთვის, როგორ შევადგინო მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვები. შევქმენი პროექტის პორტფოლიო.გავაკეთე რეფლექსია ჩემს ბლოგზე.

Saturday, September 26, 2015

ტრენინგის VII დღე

შევაჯამე განვლილი  მასალა.შევისწავლე მოდული5-  მოსავლეთა პროექტების შეფასება.ამ  მოდულში გავეცანი როგორ გამოვიყენო შეფასების რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები, შინაარსის ათვისებისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.
შევიმუშავე შეფასების გეგმა, გავაკეთე შეფასების ინსტრუმენტის  მოკლე ანალიზი:რა მეთოდები გამოვიყენე პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მსვლელობის დროს და დასრულების შემდეგ.დავადგინე თემის მიზნებთან შესაბამისობა. მადლობა ტრენერს.

Saturday, September 19, 2015

ტრენინგის VI დღე

შევაჯამე წინა დღის მასალა. განვიხილე სახელმძღვანელოს მეოთხე მოდული.ვისწავლე მოსწავლეთა ნიმუშების შექმნა.გავაკეთე ჩემი პროექტის ,,სუფთა და დანაგვიანებული გარემო"  მოკლე მიმოხილვა.გავიზიარე კოლეგების აზრი, მივიღე შესაბამისი რჩევები.
გავეცანი გაზეთის ნიმუშს და შაბლონს, ვისწავლე გაზეთის გამოქვეყნება. ეს დღე იყო ნაყოფიერი, მადლობა რუსუდან მარკოზაშვილს.